Belive

"ხალხი ცდება, ის ექსტრემალურად კარგ კალათბურთს თამაშობდა" - იოკიჩი ემბიდზე

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2022/23 წლების რეგულარული სეზონის MVP ჯოელ ემბიდი გახდა. მიმომხილველთა და გულშემატკივართა უმრავლესობა მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ საუკეთესოს ტიტული ნიკოლა იოკიჩს ეკუთვნოდა, რომელიც ფანტასტიკურ სეზონს ატარებს.

დასავლეთ კონფერენციის ფინალში, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" განადგურების (4:0) შემდეგ, იოკიჩმა აღნიშნულის შესახებ ისაუბრა.

"ხალხი საუბრობს, რომ მას მოგება არ ეკუთვნოდა. ვფიქრობ, ის თამაშობდა... ემბიდმა მთელი სეზონის განმავლობაში ექსტრემალურად კარგი კალათბურთი ითამაშა", - ნიკოლა იოკიჩი.

შეგახსენებთ, “დენვერმა” "ლეიკერსი" სერიაში 4:0 დაამარცხა და NBA-ს ფინალში გავიდა, სადაც ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, “ბოსტონსა” და “მაიამის” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები