Belive

კევინ დურანტი ტრავმის გამო ორ კვირას გამოტოვებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

The Athletic-ის ცნობით, კევინ დურანტი ოთხშაბათს მიღებული ტრავმის გამო ორ კვირას გამოტოვებს. კალათბურთელმა, რომელმაც მხოლოდ სამი თამაში ითამაშა "ფინიქსში", დაზიანება "ოკლაჰომასთან" მატჩის წინა გახურებისას მიიღო.

სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დურანტი სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებდა. თუმცა, სრულფასოვანმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ის მხოლოდ ორ კვირას იუქმებს.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, კევინ დურანტმა "სანსში" სამი მატჩი ჩაატარა და ამ შეხვედრებში საშუალოდ 26,8 ქულას და 7,3 მოხსნა დააგროვა.

სხვა სტატიები