Belive

ჯოელ ემბიდმა საყვარელი საფეხბურთო გუნდი და ფეხბურთელი დაასახელა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის მოქმედი MVP-ის, ჯოელ ემბიდის თქმით, მისი საყვარელი საფეხბურთო კლუბი მადრიდის ,,რეალია'':

,,ჩემი საყვარელი გუნდი რეალია! გალაქტიკო და ზინედინ ზიდანი ჩემთვის მარადიული სიყვარულია... ამ კლუბის მაისური რაღაც განსაკუთრებულია, ის ფეხბურთის ვნებიან გულშემატკივრად გაქცევს.

ზიდანი ჩემთვის გამორჩეული ფეხბურთელია. ახლა ბელინგემით ვარ აღფრთოვანებული, მის თამაშს დორტმუნდშიც ვუყურებდი. არ მეგონა, რომ ასეთი კარგი ბომბარდირი იქნებოდა. ყოველთვის სწორ ადგილს არჩევს და ამ მხრივ ბრაზილიელ რონალდოს ჰგავს. რთული ასახსნელია... რეალის ყველა მატჩს ვუყურებ და ვცდილობ ავხსნა, როგორ თამაშობს ასე კარგად.'' - ჯოელ ემბიდი

ემბიდმა რამდენიმე დღის წინ ისიც თქვა, რომ ერჩივნა, ფეხბურთელი ყოფილიყო და არა - კალათბურთელი.

NBA-ის MVP მიმდინარე სეზონში საშუალოდ 36 ქულას (პირველი ლიგაში), 11,4 მოხსნასა და 5,8 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

სხვა სტატიები