Belive

ჯეიმს ჰარდენის ყოფილი გუნდი უკეთესად თამაშობს, ახალი - უარესად

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ჯეიმს ჰარდენის "ლოს ანჯელეს კლიპერსში" გადასვლით მოულოდნელი შედეგი დადგა. საქმე იმაშია, რომ ჰარდენის ყოფილი კლუბი "ფილადელფია 76" შესანიშნავ ფორმაშია და ამ მომენტისთვის აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, "კლიპერსს" კი ზედიზედ 5 მარცხი აქვს და პლეი ოფის ზონის გარეთ არის.

ჯეიმს ჰარდენის ნაცვლად "სიქსერსმა" რობერტ კოვინგტონი, ნიკოლას ბატუმი და ქეი ჯეი მარტინი დაიმატა, გუნდს საუკეთესო (8:1) შეფარდება აქვს მოგება-წაგების კუთხით. 10-გზის "ოლ სტარის" წევრისა და 2018 წლის საუკეთესო კალათბურთელის წასვლით ისარგებლა ტაირის მაქსიმ, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობლები უკეთ გამოავლინა და "პეისერსთან" ბოლო შეხვედრაში 50 ქულა დააგროვა.

საპირისპირო სიტუაციაა "კლიპერსში", ჰარდენის მოსვლის შემდეგ გუნდს 0-4-ზე აქვს, ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელი სტატისტიკაა თუ გავითვალისწინებთ, რომ ლოს ანჯელესურ გუნდში პოლ ჯორჯი, კავაი ლეონარდი და რასელ ვესტბრუკიც თამაშობენ. "კლიპერსს" უარყოფითი ბალანსი აქვს (3-6), სტატისტიკურად კი, საშუალოდ 16.3 დაკარგვით, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდია ლიგაში.

სხვა სტატიები