ჯეიმს ჰარდენი ლოს ანჯელეს კლიპერსში ითამაშებს
ჯეიმს ჰარდენი კარიერას ლოს ანჯელეს "კლიპერსში" გააგრძელებს. ESPN-ის მიმომხილველის ედრიან ვოინარკოვსის ინფორმაციით, ლოს ანჯელესურ გუნდს პი ჯეი ტაკერიც შეუერთდება. გაცვლის შედეგად, "კლიპერსმა" მარკუს მორისი, ნიკოლა ბატუმი, რობერტ კოვინგტონი, კეი ჯეი მარტინი და დრაფტის რამდენიმე არჩევანის უფლება დათმო.
BREAKING: The Philadelphia 76ers have agreed on a trade to send guard James Harden to the Los Angeles Clippers, sources tell ESPN. pic.twitter.com/wAyuJKMfAw
— Adrian Wojnarowski (@wojespn) October 31, 2023
ჯეიმს ჰარდენის "კლიპერსში" გადასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ივლისიდან მიმდინარეობს და თავად კალათბურთელიც გაცვლას ითხოვდა. ამ გაცვლას ისიც მოასწავებდა, რომ 34 წლის კალათბურთელს წლევანდელი NBA-ის რეგულარული სეზონის არცერთ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
ამჯერად, ლოს ანჯელესური გუნდი ახალ სეზონს სუპერშემადგენლობით იწყებს. პოლ ჯორჯს, რასელ ვესტბრუკს და კავაი ლეონარდს, ჯეიმს ჰარდენიც შეუერთდა.