Belive

იტალიის კალათბურთის ფედერაციამ შენგელიას მალე გამოჯანმრთელება უსურვა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიას ესტუმრება.

მატჩში ვერ ითამაშებს თორნიკე შენგელია, რომელიც ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში მიღებული მძიმე ტრავმის გამო, ევრობასკეტსაც გამოტოვებს.

დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, იტალიის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ფეისბუკ-გვერდმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - ,,მალე გამოჯანმრთელდი, თოკო!''

იტალია 4 მოგებითა და 1 მარცხით ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს, საქართველო კი 3 გამარჯვებითა და 2 წაგებით მესამეა. გუნდებს შორის შეხვედრა 22:30 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები