Belive

იტალიამ საქართველოსთან მატჩისთვის წინასწარი შემადგენლობა დაასახელა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯანმარკო პოცეკომ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისა და ევრობასკეტისთვის წინასწარი, 17-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადშია იტალიელთა მთავარი ვარსკვლავი, "ბოსტონ სელტიქსის" ახალწვეული, დანილო გალინარი. იტალიის ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება: ამედეო დელა ვალე, მარკო სპისუ, ნიკოლო მანიონი, პაულ ბილია, სტეფანო ტონუტი, დანილო გალინარი, ნიკოლო მელი, სიმონე ფონტეკიო, ამედეო ტესიტორი, ჯამპაოლო რიჩი, მატეო სპანიოლო, ტომასო ბალდასო, აკილე პოლონარა, გაბრიელე პროსიდა, ალესანდრო პაიოლა, ლუიჯი დატომე, ჯონ პეტრუჩელი


მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისა და ევრობასკეტის მატჩებამდე, იტალია საფრანგეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, შემდეგ კი სერბეთთან, გერმანიასთან და ჩეხეთთან ერთად მონაწილეობას ჰამბურგის ტურნირში მიიღებს. იტალიელები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას 24 აგვისტოს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებენ, 27-ში კი საქართველოს უმასპინძლებენ.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Italbasket (@italbasket)

სხვა სტატიები