Belive

იოკიჩის სამმაგი დუბლი - დენვერმა ფინალი გამარჯვებით დაიწყო

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2022/23 წლების სეზონის ფინალის პირველ შეხვედრაში, "დენვერისა" და "მაიამის" დაპირისპირება შედგა.

დენვერში, "Ball Arena"-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 104:93 დასრულდა. "დენვერის" გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის ლიდერმა - ნიკოლა იოკიჩმა დაიდო, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა. იოკიჩმა 27 ქულის, 10 მოხსნისა და 14 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. "მაიამის" რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ბემ ადებაიო გახდა, რომელმაც 26 ქულასთან ერთად, 13 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.

სხვა სტატიები