Belive

იოკიჩის სამმაგი დუბლი - დენვერმა მნიშნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-5 შეხვედრაში, "დენვერისა" და "ფინიქსის" დაპირისპირება შედგა. დენვერში, "Ball Arena"-ზე გამართული დაძაბული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 118:102 დასრულდა.

საკუთარ მოედანზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "დენვერი" სერიაში კვლავ დაწინაურდა (3:2). "ნაგეთსის" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო გუნდის ლიდერმა - ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა. პარკეტზე გატარებულ 40:31 წუთში, იოკიჩმა 29 ქულის, 13 მოხსნისა და 12 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. "დენვერის" სერბი ლიდერი ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე აღმოჩნდა.

სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 3 ასისტი დააკლდა კევინ დურანტს, რომელმაც 26 ქულა, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ბოსტონში ასევე დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გაიმართა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

"TD Garden"-ში, "ბოსტონი" "ფილადელფიასთან" 103:115 დამარცხდა, რის შემდეგაც "ფილადელფია" სერიაში დაწინაურდა (3:2).

ჯეისონ ტეიტუმმა 36 ქულასთან ერთად, 10 მოხსნისა და 5 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო, თუმცა, "სელტიქსი" მარცხისგან ვერ იხსნა. "ფილადელფიას" გამარჯვებაში ლომის წილი ჯოელ ემბიდმა დაიდო, რომელმაც 33 ქულა, 7 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.

სხვა სტატიები