Belive

ინდიანამ გაიმარჯვა | გოგას კარგი სტატისტიკა 11 წუთში

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი ეტაპობრივად დასკვნითი სტადიისკენ გადადის. გოგა ბითაძის "ინდიანამ" მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც სტუმრად, "ჰიუსტონის" წინააღმდეგ იასპარეზეს. შეხვედრა ინდიანაპოლისელების უპირატესობით წარიმართა და საყურადღებოა, რომ ქართველი კალათბურთელის გუნდს არცერთი წამით არ გაუშვია მეტოქე წინ, საბოლოო შედეგი - 124:132 დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრების ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და აღსანიშნავია, რომ 11 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. გოგა ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი (+13)  ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო - მისი პარკეტზე ყოფნის პერიოდში "ინდიანამ" 13 ქულა მოიგო. "ინდიანას" ბოლო 5 შეხვედრიდან 4 გამარჯვება აქვს, რის ხარჯზეც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან და საგრძნობლად მიუახლოვდნენ "შარლოტს", რომელთაც მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩებიან. მომდევნო შეხვედრას გოგას გუნდი 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე, სტუმრად, "იუტას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები