Belive

ილიას ზუროსი: "

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

‘ევრობასკეტ2022’-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო წრეში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მონტენეგროს ნაკრებთან 73:81 დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების მთავარი სპეციალისტის, ილიას ზუროსის მატჩისშემდგომ კომენტარს:

"მონტენეგროს ვულოცავ შემდეგ ეტაპზე გასვლას. ძალიან რთული მომენტია ჩვენთვის, სამწუხაროდ გადამწყვეტ მომენტებში ჩვენ გვაკლდებოდა პატარ-პატარა დეტალები. ბოლო პერიოდში მხოლოდ 10 ქულა ჩაგვიგდეს, თუმცა შეცდომების მიუხედავად ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ თუმცა არ გამოვიდა. ბოდიშს ვიხდით, რომ პლეი-ოფში ვერ გავედით, ბევრი რაღაც არ წავიდა ისე, როგორც გვინდოდა, დაგვაკლდა კაპიტანი, ვინც ორგანიზებას უწევდა ჩვენს შეტევას.

ძალიან რთულია ასეთ დროს რაღაცეების შეცვლა, მითუმეტეს ნაკრებში. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავდა, ბევრი გამოუცდელი, ვინც ბოლომდე ეცადა ყველაფერს, თუმცა წარმატებული შედეგი არ გამოგვივიდა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, როგორც ვამბობ სიამაყე არის საქართველოს და საქართველო არის სიამაყე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითუელ ადამიანს, რომელიც მხარს გვიჭერდა ამ პერიოდის განმავლობაში.

ამ ევრობასკეტიდან ახალგაზრდებმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს, დარწმუნებული ვარ, რომ გოგა და სანდრომაც დიდი გამოცდილება მიიღეს და ეს მომავალში მათ ძალიან მაგრად წარადგებათ". - ილიას ზუროსი.

სხვა სტატიები