Belive

იანისმა მაიკლ ჯორდანს გადაასწრო | 29-ე სამმაგი დუბლი ბერძენი სუპერვარსკვლავის შესრულებით

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც "მილუოკი ბაქსმა" საშინაო არენაზე "ვაშინგტონ ვიზარდსი" მიიღო. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით - 112:98, დასრულდა. "მილუოკის" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ბერძენმა სუპერვარსკვლავმა, იანის ანტეტოკუნმპომ შეიტანა. მან საკუთარ გუნდს 33 ქულა, 15 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. ზემოთხსენებული შედეგით, იანისმა სამმაგი დუბლების რეაოდენობით ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გადაასწრო და ამ კუთხით NBA-ის ისტორიაში მე-17 საუკეთესო შედეგს აფიქსირებს - ბერძენს კარიერაში 29 სამმაგი დუბლი აქვს დაფიქსირებული. "ჩვენ კარგად უნდა ვაანალიზებდეთ, რომ ისტორიული შედეგის დასაფიქსირებლად საჭიროა გამუდმებული შრომა და თავდაუზოგავი თამაში პარკეტზე", - ასეთი კომენტარი გააკეთა თამაშის შემდეგ ჟურნალისტებთან იანის ანტეტოკუნმპომ. სამმაგი დუბლების რაოდენობით საუკეთესო შედეგი რასელ ვესტბრუკს აქვს, რომელმაც ამის გაკეთება კარიერაში 193-ჯერ შეძლო.  

სხვა სტატიები