Belive

გრეგ პოპოვიჩი: "დონალდ ტრამპი სრული იდიოტია..."

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"სან-ანტონიო სპურსის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა - გრერ პოპოვიჩმა აშშ-ში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განვითარებული მოვლენები პრეზიდენტ - დონალდ ტრამპს დააბრალა. "ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში სრული განუკითხაობაა და ეს ადამიანი (ტრამპი) არც კი ზრუნავს იმ ფაქტზე, რომ სიტუაცია დაასტაბილუროს. ის არის გამანადგურებელი და ხალხს ჰყოფს რამდენიმე ნაწილად. მას რომ ცინიზმის მაგივრად ტვინი ჰქონოდა, გამოვიდოდა და მიმართავდა ხალხს, რომ დაასრულონ ეს ყველაფერი, მაგრამ ის არ ზრუნავს საკუთარ ხალხზე, იგი საშიში იდიოტია. ეს ყველაფერი, რაც ახლა აშშ-ს ქუჩებში ხდება, 100%-ით მასზეა. ტრამპი ცოცხლად შეგჭამს შენ, რადგან საკუთარი მიზნები აიხდინოს. მე ვარ შეშფოთებული იმით, რომ ჩვენ გვყავს ისეთი "ლიდერი", რომელიც ვერ ამბობს, რომ "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია". სწორედ ამიტომ იგი თეთრი სახლის სარდაფში იმალება, რადგან ძალიან მშიშარაა.  ეს ყველაფერი ტრამპზე მეტია და სისტემა უნდა შეიცვალოს". - ნათქვამია პოპოვიჩის განცხადებაში.  

სხვა სტატიები