Belive

გორან დრაგიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიოს ჩემპიონატზე სლოვენიის ეროვნულ ნაკრებს გორან დრაგიჩი დააკლდება. 37 წლის კალათბურთელმა თავად განაცხადა, რომ ტურნირზე მონაწილეობის მიღებას არ აპირებს:

,,სახლში ვიქნები. თამაშს არ ვაპირებ, უკვე საკმარისი გავაკეთე. ეროვნულ ნაკრებში 16 წელი ვითამაშე, პლუს NBA და სხვა ყველაფერი. შეიძლება, იაპონიაში ჩემი გუნდის საგულშემატკივროდ წავიდე, მაგრამ თამაში გამიჭირდება,'' - თქვა დრაგიჩმა.

დრაგიჩმა 2017 წელს ეროვნული ნაკრების დატოვება გადაწყვიტა, თუმცა გასულ წელს გადაწყვეტილება შეცვალა და ევრობასკეტზე ითამაშა, სადაც მისი გუნდი მეოთხედფინალში პოლონეთთან დამარცხდა.

სლოვენიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში საქართველოს, ვენესუელასა და კაბო ვერდეს ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

2023 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. წელს ტურნირს სამი ქვეყანა (იაპონია, ფილიპინები, ინდონეზია) უმასპინძლებს.

სხვა სტატიები