Belive

გოლდენ სტეიტმა მინესოტა დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდის შეხვედრაში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "მინესოტა ტიმბერვულვზი" 88:99 დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

"ოქროს შტატელებმა" პირველი მეოთხედი 2-ქულიანი სხვაობით დათმეს, ანგარიშით 20:18, მაგრამ მეორე პერიოდი დიდი სხვაობით 11:26 მოიგეს და სწორედ ეს იყო მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდიც, მათ მესამე მეოთხედშიც მოახერხეს ანგარიშის სხვაობის გაზრდა (29:36), ბოლოს კი 28:19 დამარცხდნენ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლეს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 24 ქულა ბადი ჰილდმა ჩააგდო, ორმაგი დუბლი 23 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა ენტონი ედვარდს, 20 ქულით და 11 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა ჯიმი ბატლერმა.

გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა 9 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები