Belive

გოგა ბითაძემ 21 წუთი ითამაშა | ინდიანამ რეგულარულში 42-ე მატჩი წააგო

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, გოგა ბითაძის “ინდიანამ”, რეგულარული სეზონის 63-ე მატჩი ჩაატარა, სადაც ინდიანაპოლისელები სტუმრად, “მინესოტას” დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ხოლო მეორე ნახევარში “მინესოტამ” მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არცერთხელ აღარ მისცა და საბოლოოდ 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით – 119:103, იმარჯვეს. გოგა ბითაძემ პარკეტზე გატარებულ არასრულ 21 წუთში – 11 ქულას, 3 მოხსნას, 2 შედეგიანი გადაცემასა და 2 ბლოკშოტს მოუყარა თავი.
შეხვედრის მიმოხილვა | VIDEO

"ინდიანა პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 21 მოგებითა და 42 მარცხით, მე-13 პოზიციას იკავებს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გუნდის პლეი-ოფში ასპარეზობის შანსები ერთმნიშვნელოვნად მინიმალურ ნიშნულზეა დასული. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 მარტს, თბილისის დროით 04:00 საათზე, სტუმრად, "ორლანდოს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები