Belive

გოგა ბითაძე NBA-ში?

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA Draft-მა 2019 წლის სავარაუდო რეიტინგი გამოაქვეყნა და მასში ქართველი ცენტრი გოგა ბითაძეც შეიყვანა, რომელიც 24-ე ნომერია. საიტის ინფორმაციით, ქართველ კალათბურთელს "ფილადელფია სიქსერსი" აიყვანს. საიტმა გოგა ბითაძე დადებითად დაახასიათა და მის პროგრესზე ისაუბრა. მის დახასიათებაში ამოვიკითხავთ, რომ ბითაძე უდიდესი მოტივაციით თამაშობს, მან ზედმეტი წონა მოიცილა და იდიალურ ფორმაშია. კარგად არჩევს პოზიციას, უბურთოდ შავ სამუშაოდ კარგად ასრულებს. მეტოქეები მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავს. გრძელი ხელებისა და ფეხების საშუალებით კარგად ხტება და ტენის ბურთს კალათში. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბითაძე სერბულ "მეგა ბიმაქსში" თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

სხვა სტატიები