გიორგი შერმადინს ფორცა ლეიდესთან კარგი მატჩი ჰქონდა
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში ტენერიფე ფორცა ლეიდესთან 87:94 დამარცხდა.
გიორგი შერმადინს თავისი გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა და ტენერიფედან საუკეთესოდაც კი დასახელდა, ქართველმა კალათბურთელმა 23:50 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულა (12-დან 9 ორქულიანი), 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა ჯეიმს ბეიტმონმა ჩააგდო.
ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მე-5 ადგილზეა (9 მოგება, 6 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 18 იანვარს, ბილბაოს წინააღმდეგ გამართავს.