Belive

გიორგი შერმადინმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

,,ტენერიფეს'' ცენტრი, გიორგი შერმადინი, ედი ტავარეშთან (,,რეალი'') ერთად, ACB ლიგის იანვრის თვის MVP გახდა.

ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მეთერთმეტედ დაასახელეს, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

შერმადინმა ტანოკა ბირდის შედეგი გააუმჯობესა, რომელიც თვის MVP-ად ათჯერ დასახელდა.

33 წლის ცენტრი იანვარში საშუალოდ 18,6 ქულასა და 6,4 მოხსნას აგროვებდა და ტურის MVP ორჯერ გახდა.

შერმადინის ,,ტენერიფე'' 14 მოგებითა და 4 მარცხით ესპანეთის ჩემპიონტის მესამე პოზიციაზეა.

სხვა სტატიები