გიორგი შერმადინის ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე ნიმბურკი დაამარცხა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ტენერიფემ ნიმბურკი 104:80 დაამარცხა.
გიორგი შერმადინმა შეხვედრაში 20:09 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა (4-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 18 ქულა აარონ დორნკამპმა ჩააგდო, 17 ქულა ჰქონდა მარსელინიო უერტასს, ხოლო თანაბრად 16-16 ქულა მიითვალეს ხაიმე ფერნანდესმა და ვოიტეჩ ჰრუბანმა.
ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის L ჯგუფშია და 1 მოგებით ტრიესტესთან ერთად პირველ ადგილს იყოფს. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ACB ლიგის ეგიდით გამართავს, ტენერიფეს მეტოქე თორნიკე შენგელის ბარსელონა იქნება.