Belive

გიორგი შერმადინის მორიგი შედეგიანი მატჩი ლიგა ენდესაში

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ლიგა ენდესას 31-ე ტურში, გიორგი შერმადინის "ტენერიფე" "უნიკახას" დაუპირისპირდა და 78:91 დამარცხდა.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 28:08 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. "ტენერიფეს" ქართველმა ცენტრმა 23 ქულისა და 7 მოხსნის დაგროვება შეძლო, თუმცა კარგი თამაშის მიუხედავად, "ტენერიფე" მარცხისგან ვერ იხსნა.

ლიგა ენდესას 32-ე ტურში, "ტენერიფე" "ჟირონას" დაუპირისპირდება. შეხვედრა 4 მაისს, 14:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები