Belive

გიორგი შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული | ტენერიფემ 20-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროპის რიგით მეორე პრესტიჟული ასპარეზი "ჩემპიონთა ლიგა" გრძელდება, მეორე ჯგუფური ეტაპი გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" გამარჯვებით დაიწყო. ესპანელები გასვლით მატჩში "იგოკეას" დაუპირისპირდნენ, სადაც 20-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს. "ტენერიფემ" FIBA-ის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონთა ლიგაში, პირველ ჯგუფურ ეტაპზე ესპანელებმა პირველი ადგილი დაიკავეს და საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდნენ, რომლებიც ასევე 4-ჯგუფში, 4-გუნდად არიან დაყოფილნი. "იგოკეასა" და "ტენერიფეს" შეხვედრის საბოლოო ანგარიში 62:82 დაფიქსირდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 25:21 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. აღნიშნული მაჩვენებლით ქართველმა ლეგიონერმა მორიგი "MVP"-ის ტიტული მოიპოვა. მომდევნო შეხვედრას გიორგი შერმადინის გუნდი საკუთარ სამშობლოში, "ბურგოსის" წინააღმდეგ, ამ უკანასკნელების საშინაო არენაზე, 9 მარტს გამართავს.    

სხვა სტატიები