Belive

გიორგი შერმადინის შედეგიანი მატჩი | ტენერიფემ გრანადა დაამარცხა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის (ACB) 23-ე ტურის მატჩში გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" "გრანადა" 89:83 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 19:25 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა (7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა. ის თავის გუნდში შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე MVP გახდა.

საუკეთესო მექულე 17-17 ქულით "გრანადას" ორი კალათბურთელი იყო დევიდ კრამერი და ჯეიკობ უილისი.

მარსელინიო უერტასს 15 ქულა ჰქონდა.

"ლენოვო ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატში 28 ქულით (14 მოგება და 9 წაგება) მე-5 ადგილზეა, შემდეგ ტურში ქართველი კალათბურთელის გუნდი მადრიდის "რეალს" შეხვდება. მატჩი 10 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები