Belive

გიორგი შერმადინი მე-6 ტურის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა.

საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო პირველობაზე იასპარეზებს.

ამ მატჩში დიდებული სტატისტიკა ჰქონდა ნაკრების ცენტრს - გიორგი შერმადინს, რომელიც FIBA-ს მეექვსე ტურის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის და ამ მომენტში ხმების პროცენტული რაოდენობით პირველ ადგილზე იმყოფება.

shermo

შერმადინმა ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ 100%-იანი სიზუსტით ისროლა. 9 ნასროლი ბურთიდან ყველა ზუსტი იყო, საბოლოოდ კი მატჩი 23 ქულით დაასრულა.

ხმის მიცემა შესაძლებელია ამ ბმულზე

სხვა სტატიები