Belive

გიორგი შერმადინი ტურის MVP გახდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის მე-18 ტურში გიორგი შერმადინმა ლენოვო ტენერიფეს ფუენლაბრადასთან ულიდერა და მატჩის MVP გახდა. მის მიერ მოგროვებული სარგებლიანობის 30 კოეფიციენტი საბოლოოდ მთლიან ტურში საუკეთესო აღმოჩნდა და ლიგა ენდესამ ქართველი ცენტრი მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. შერმადინისთვის ეს ესპანეთის ჩემპიონატში რიგით მე-18 ტურის MVP-ის ტიტულია, რაც ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია. 

აღნიშნული შედეგით შერმადინმა გადაასწრო ფელიპე რეიესსა და ბერნარდ ჰოპკინს, რაც უკვე ისტორიული შედეგია და შანსი აქვს, ლიდერებიც ჩამოიტოვოს. ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ის ტიტული ყველაზე მეტჯერ (19-19) მოგებული აქვთ ლეგენდარულ არვიდას საბონისსა და თავის დროზე ესპანეთში ნბა-დან გადასულ ლო როს. როგორც ხედავთ, ქართველ კალათბურთელს 2 ტიტული აკლია, ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის ლიდერი გახდეს ტურის საუკეთესო მოთამაშის მოგებული პრიზების მხრივ.

შეგახსენებთ, რომ შერმადინმა ფუენლაბრადასთან 25 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა და მისი საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტი მე-18 ტურის ეგიდით გამართულ 9 მატჩში საუკეთესო გახლდათ. 

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები