Belive

გიორგი შერმადინი მატჩში საუკეთესო იყო | ტენერიფე ბარსელონასთან დამარცხდა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე" ლიგა ენდესას მე-18 ტურში დაძაბულ ბრძოლაში "ბარსელონასთან" 80:83 დამარცხდა.

მატჩში ყველაზე შედეგიანი ქართველი ცენტრი იყო, გიორგიმ 28:39 წუთი ითამაშა, ამ დროში კი მან 22 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"ბარსელონას" რიგებიდან საუკეთესო დარიო ბრისუელა იყო 16 ქულით.

"ლენოვო ტენერიფეს" 18 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს (9 მოგება, 9 წაგება) და მე-8 ადგილზეა, შემდეგ მატჩს ქართველი ცენტრის გუნდი "ობრადოიროს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები