Belive

"განსაკუთრებულად მტკივნეულია ჩემთვის ბატონი ჯამლეტის გარდაცვალება" - გიორგი შერმადინი

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

გუშინ ქართველი ჟურნალისტი, კომენტატორი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე და სპორტის დამსახურებული მოღვაწე ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა მისმა აღზრდილმა და ქართული კალათბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა გიორგი შერმადინმა.

"განსაკუთრებულად მტკივნეულია ჩემთვის ბატონი ჯამლეტის გარდაცვალება.არასდროს არ დამავიწყდება მისი უდიდესი ამაგი,სიყვარული,თავდადება ჩემდამი.გამორჩეულად დიდი ადამიანი.მადლობას ვუხდი მას ყველაფრისათვის.ყოველთვის ჩემს გულში იქნებით შალვოვიჩ!" - წერს შერმადინი.

View this post on Instagram

A post shared by Giorgi Shermadini (@gioshermadini9)

ბილაივის რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მისი ოჯახის წევრებსა და სრულიად საქართველოს.

სხვა სტატიები