Belive

Game 7 Baby! მაიამი 96:100 ბოსტონი - ჰიტი კონფერენციის ფინალში დამარცხდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის უპრინციპულეს მე-7 შეხვედრაში, "მაიამი" "ბოსტონს" დაუპირისპირდა. მაიამიში, "FTX Arena"-ზე გამართული მატჩი, "ჰიტის" მარცხით 96:100 დასრულდა. "ჰიტის" ლიდერმა - ჯიმი ბატლერმა პარკეტზე 48 წუთი დაჰყო, რომლის განმავლობაში 35 ქულის, 9 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო, თუმცა ბატლერის გარჯა ამაო აღმოჩნდა. "ბოსტონის" ლიდერმა - ჯეისონ ტატუმმა, პარკეტზე გატარებულ  45:34 წამში, 26 ქულის, 10 მოხსნისა და 6 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო. "მაიამის" დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, "ბოსტონ სელტიქსი" ფინალში იასპარეზებს, სადაც "გოლდენ სტეიტ უორიორსს" დაუპირისპირდება. ფინალური სერიის პირველი მატჩი, 3 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები