Belive

ფინიქს სანსი საკრამენტოსთან 22 ქულით აგებდა და ჩამორჩენა 8 წუთში აღმოფხვრა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ფინიქს სანსმა" დაძაბულ ბრძოლაში "საკრამენტო კინგსი" 119:117 დაამარცხა. შეხვედრის ბოლო წუთები განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან "საკრამენტო" მეტოქეს მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე 22 ქულით ამარცხებდა, "ფინიქსმა" ჩამორჩენის აღმოფხვრა დროის ამ მონაკვეთში შეძლო და გამარჯვებაც ძირითად დროში მოიპოვა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 33 ქულა "საკრამენტოს" რიგებიდან დე'არონ ფოქსს ჰქონდა, "ფინიქსიდან" გრეისონ ალენი 29 ქულით გამოირჩა, კევინ დურანტმა კი 27 ქულა დააგროვა. "კინგსის" რიგებიდან მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა დომანტას საბონისმა, მან 21 ქულა, 12 მოხსნა და 11 ასისტი მიითვალა.

მატჩის მიმოხილვა

სხვა სტატიები