Belive

FanSided: "მამუკელაშვილმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა"

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ამერიკული მედია "სან ანტონიო სპურსის" ქართველი ლეგიონერის შესახებ აქტიურად წერს.

FanSided-ი ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც სანდრო მამუკელაშვილზე დადებით კონტექსტში წერს და აღნიშნავს, რომ "სპურსის" მაისურით გატარებულ მცირე დროში, მამუმ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა.

"მამუკელაშვილი საინტერესო და უნიკალური მოთამაშეა, რომელმაც "სპურსის" მაისურით გატარებულ მცირე დროში, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. პოტენციალს მაშინაც კი ავლენდა, როდესაც პროფილს იცვლიდა და გამთამაშებლის როლში გვევლინებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, "სან ანტონიომ" მომავალ სეზონშიც უნდა გააკეთოს მასზე აქცენტი".

შეგახსენებთ, “სპურსის” მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში, მამუკელაშვილი საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

სხვა სტატიები