ევროლიგის მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა.
აღნიშნული ტურნირის 23-ე ტურში კაუნასის "ჟალირისმა" შინ "ბუდუჩნოსტი" მიიღო და მეტოქე 84:76 დაამარცხა.
შეხვედრის ბოლო მეოთხედში მასპინძელთა შემადგენლობაში პარკეტზე ფედორ ზუგიჩი გამოვიდა. დაუჯერებელია, მაგრამ "ჟალგირისის" კალათბურთელი სულ რაღაც 15 წლისა და 157 დღისაა.
ასეთ ახალგაზრდა მოთამაშეს ევროლოგის ისტორიაში არასდროს უთამაშია.