Belive

ევროლიგაზე ვირტუსმა ლიონი დაამარცხა - შენგელია პარკეტზე გამორჩეული იყო

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ახლახანს დასრულდა ევროლიგის შეხვედრა "ვირტუსსა" და "ლიონს" შორის. ფრანგულ-იტალიური დაპირისპირება ბოლონიელთა გამარჯვებით დასრულდა. ლუკა ბანკის გუნდმა მოწინააღმდეგე სამი ქულის სხვაობით - 84:87 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "ვირტუსისთვის" ეს ზედიზედ მეშვიდე (იტალიის ჩემპიონატი, ევროლიგა) გამარჯვება იყო.

გამორჩეული თამაში ჰქონდა თორნიკე შენგელიასაც. ქართველმა კალათბურთელმა "ვირტუსის" მაისურით 18 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

შემდეგი მატჩი "ვირსტუსს" შიდა ჩემპიონატში "ბასკეტ ნაპოლის" წინააღმდეგ ელის. ეს შეხვედრა 30 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე არის ჩანიშნული,

სხვა სტატიები