Belive

მოგება ბასკონიასთან და შენგელიას 15 ქულა ყოფილ გუნდთან (მიმოხილვა)

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ვროლიგის მეთერთმეტე ტურში ,,ბასკონიამ'' ,,ცსკას” უმასპინძლა და 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 74:80 დამარცხდა. ყოფილ გუნდთან ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც არასრულ 30 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 9-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 16 შეადგინა. ,,ბასკონიას'' შემადგენლობაში სტივენ ენოჩი გამოირჩა, ცენტრმა 14 ქულას, 10 მოხსნას, 2 დაფარებასა და 1 ასისტს მოუყარა თავი. 18 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 4 ჩაჭრა იყო უეიდ ბოლდუინის ანგარიშზე. ,,ცსკა'' 6 მოგებითა და 5 მარცხით ცხრილის მე-9 პოზიციაზეა, ,,ბასკონია'' კი 4 მოგებითა და 7 წაგებით მე-14 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები