გერშონ იაბუსელეს საოცარი სამქულიანი ვირტუსთან მატჩში | VIDEO
კომპანია ბეთლაივმა ბრენდ ამბასადორად ორი გამორჩეული ახალგაზრდა სპორტსმენი – სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი წარადგინა. ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალურ ასპარეზზე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან და მათთან ერთად არაერთ საინტერესო კამპანიას გეგმავს. ბეთლაივში აცხადებენ, რომ ბრენდ ამბასადორების წარდგენა ქართულ სპორტთან ურთიერთკავშირის მორიგი მაგალითი იქნება. რაგბის კავშირის, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციების სპონსორის როლში, კომპანია […]
შენგელია ვირტუსს ინფექციური დაავადების გამო ვერ ეხმარება
“ვირტუს ბოლონიამ” ევროლიგაზე 2 უმნიშვნელოვანესი მატჩი ქართველი ვარსკვლავის გარეშე ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, შენგელიას ჩუტყვავილა აქვს და კლუბს სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ ეხმარება. თორნიკე შენგელიას გარეშე “ვირტუსმა” ორი მატჩი გამართა – “პარტიზანთან” 79:88 დამარცხდა, ხოლო “ალბას” სტუმრად 74:96 სძლია. ქართველი ვარსკვლავის უთამაშებლობის პირობებში ჯორდან მიკიმ მნიშვნელოვანი სათამაშო წუთები მიიღო – “პარტიზანთან” გამართულ შეხვედრაში მიკიმ 13 […]
ვირტუსმა ბასკონას მოუგო – შენგელიამ 12 ქულა მოაგროვა
ევროლიგის 25-ე ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ” ,,ბასკონიას” უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:83 დაამარცხა. იტალიური გუნდის შემადგენლობაში 19 წუთამდე ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 შეადგინა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ მილოშ […]
ნიდერლანდებთან მატჩის დასრულებისთანავე შენგელია ბოლონიაში გაფრინდა | VIDEO
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი – თორნიკე შენგელია, ნიდერლანდებთან გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ ბოლონიაში გაფრინდა, სადაც “ვირტუსს” ევროლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრაში დაეხმარება. ნიდერლანდები 80:88 საქართველო (მიმოხილვა) ზუროსი: ,,ისლანდიას კარგი დაცვა უნდა დავუპირისპიროთ და ისტორია დავწეროთ” ,,პატრიოტი შენგელია – 3 თამაში 72 საათში” საქმე ისაა, რომ ამ კვირაში ეროვნული გუნდის კაპიტანი 72 საათში, სამ სხვადასხვა […]
კომპანია ბეთლაივსა და სამ სპორტულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კომპანია „ბეთლაივი“ სამი სპორტული ფედერაციიის ოფიციალური სპონსორი გახდა. მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ, „ბეთლაივმა“ რაგბის კავშირთან, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი, რაც საერთო პროექტებზე კოლაბორაციას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ქართული სპორტის აქტიურ მხარდაჭერასა და მედია ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. აღნიშნული შეთანხმებით, „ბეთლაივი“ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიის უცვლელი ნაწილია. […]
ვირტუსმა ლიონი დაამარცხა – შენგელია გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
ევროლიგის 23-ე ტურში ,,ლიონ ვილერბანმა” ,,ვირტუს ბოლონიას” უმასპინძლა და 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 64:77 დამარცხდა. ,,ვირტუსის” შემადგენლობაში 24 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 10 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17 შეადგინა, რითაც ბოლონიელთა რიგებში მხოლოდ იზაია კორდინიერს (18) ჩამორჩა. […]
ვირტუსმა ცრვენა ზვეზდას მოუგო – შენგელიამ საკუთარ გუნდს ულიდერა
ევროლიგის 22-ე ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ” ,,ცრვენა ზვეზდას” უმასპინძლა და 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 84:72 დაამარცხა. იტალიური გუნდის შემადგენლობაში 26 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 15 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 შეადგინა, რაც ბოლონიელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია. ,,ვირტუსი” 10 […]
გიორგი შერმადინი ტურის MVP გახდა
ესპანეთის მე-18 ტურში გიორგი შერმადინმა ლენოვო ტენერიფეს ფუენლაბრადასთან ულიდერა და მატჩის MVP გახდა. მის მიერ მოგროვებული სარგებლიანობის 30 კოეფიციენტი საბოლოოდ მთლიან ტურში საუკეთესო აღმოჩნდა და ლიგა ენდესამ ქართველი ცენტრი მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. შერმადინისთვის ეს ესპანეთის ჩემპიონატში რიგით მე-18 ტურის MVP-ის ტიტულია, რაც ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია. აღნიშნული შედეგით შერმადინმა გადაასწრო ფელიპე რეიესსა და […]
ევროლიგის ტურის 10 საუკეთესო მომენტში შენგელიას დაფარება მოხვდა | VIDEO
შენგელია და ვირტუსი ოლიმპიაკოსთან ბრძოლაში დამარცხდნენ
ევროლიგის უპრინციპულეს შეხვედრაში, “ვირტუსისა” და “ოლიმპიაკოსის” დაპირისპირება შედგა. ბოლონიაში, “Segafredo Arena”-ზე გამართული დრამატული მატჩი მასპინძელთა მარცხით 83:85 დასრულდა. “ვირტუსის” შემადგენლობაში თორნიკე შენგელიამ იასპარეზა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 24:21 წუთში 11 ქულის, 5 მოხსნისა და 5 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. სამწუხაროდ, შენგელიას გარჯა ამაო აღმოჩნდა და “ვირტუსმა” ევროლიგაში ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ევროლიგის 19 ტურის შემდეგ, “ვირტუსს” […]
შენგელიას ვირტუსმა სტუმრად ბარსელონა დაამარცხა
ევროლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში, “ბარსელონასა” და “ვირტუს ბოლონიას” დაპირისპირება შედგა. ბარსელონაში, “Palau Blaugrana”-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 75:83 დასრულდა. “ბარსელონას” წინააღმდეგ მოპოვებულ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში, თორნიკე შენგელიამ საკუთარი წვლილი შეიტანა. პარკეტზე გატარებულ 20:09 წუთში, ქართველმა ვარსკვლავმა 5 ქულის, 2 მოხსნის, 6 შედეგიანი გადაცემისა და 2 ჩაჭრის დაგროვება შეძლო. 20 ქულითა და 2 შედეგიანი გადაცემით “ვირტუსს” გაბრიელ […]