Belive

ევრობასკეტის MVP ვილი ერნანგომესი გახდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრი, ვილი ერნანგომესი დასახელდა.

28 წლის კალათბურთელი ევრობასკეტზე ჩატარებულ 9 შეხვედრაში საშუალოდ 17,2 ქულას, 6,9 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ცენტრმა საფრანგეთთან ფინალურ მატჩში 14 ქულასა და 8 მოხსნას მოუყარა თავი.

ფინალის MVP ვილის ძმა, ხუანჩო ერნანგომესი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში 27 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

დღეს დასახელდა ევრობასკეტის სიმბოლური ხუთეულიც, სადაც ორი სუპერვარსკვლავი - ლუკა დონჩიჩი და ნიკოლა იოკიჩი ვერ მოხვდა.

ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

ლორენცო ბრაუნი (ესპანეთი), დენის შროდერი (გერმანია), იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი) ვილი ერნანგომესი (ესპანეთი), რუდი გობერი (საფრანგეთი).

ევრობასკეტ2022 ესპანეთის ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. სერჯო სკარიოლოს გუნდმა ფინალში საფრანგეთი 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:76 დაამარცხა.

სხვა სტატიები