ევრობასკეტ2022 | სლოვენიამ ლიეტუვას 7 ქულით მოუგო
ევრობასკეტის B ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში სლოვენიის ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვა 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 92:85 დაამარცხა.
სლოვენიელთა შემადგენლობაში 24 ქულით, 8 მოხსნით, 2 დაფარებითა და 1 შედეგიანი გადაცემით მაიკ ტობი გამოირჩა. ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27 შეადგინა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო. ორმაგი დუბლი გაიფორმა ლუკა დონჩიჩმა - 14 ქულა, 10 ასისტი, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 დაფარება.
ლიეტუვას მარიუს გრიგონისმა ულიდერა, რომელმაც 18 ქულას, 4 მოხსნას, 3 პასსა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. 19 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო მინდაუგას კუზმინსკასის ანგარიშზე.
დღეს, B ჯგუფის პირველ მატჩში, ბოსნიამ უნგრეთს 95-85 მოუგო. დღის დასკვნით შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჯგუფის მასპინძელ გერმანიას დაუპირისპირდება.
We hoped this game would never end! 😳
— #EuroBasket 2022 (@EuroBasket) September 1, 2022
A ferocious battle between two contenders. but @kzs_si 🇸🇮 take the win against Lithuania 🇱🇹 to begin their title defense!#EuroBasket x #BringTheNoise