ევრობასკეტი U18 | საქართველოს ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა
ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მე-2 გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ახალგაზრდებმა უკრაინა 93:72 დაამარცხეს.
მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება, საქართველო მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, თითოეული მეოთხედის ანგარიში ასე გამოიყურება - 25:17, 22:24, 20:17, 26:14.
შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა თანაბრად მათე ხატიაშვილმა და ლუკა ტაბაღუამ ჩააგდეს, სრულად ყველა კალათბურთელის სტატისტიკა ასეთია:
მათე ხატიაშვილი - 27 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა.
ლუკა ტაბაღუა - 27 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა.
გიორგი ჭირაქაძე - 14 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.
გიორგი ნიკოლაევი - 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება.
გიორგი დოხნაძე - 8 ქულა და 4 მოხსნა.
თენგო ენუქაშვილი - 3 ქულა და 2 მოხსნა.
დავით ჭუაძე - 2 ქულა
გერა ჭეიშვილი - 2 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.
რევაზ თავართქილაძე - 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა.
დავით შელია - 3 მოხსნა.
ნიკა სანაძე - 1 შედეგიანი გადაცემა.
საქართველოს ჯგუფურ ეტაპზე 2 მოგება და 2 მარცხი აქვს, ამ შედეგით ჯერჯერობით ჩვენი ნაკრები მე-2 პოზიციას იკავებს, თუმცა დანარჩენ 4 გუნდს შეხვედრები ჩასატარებელი აქვთ.
B ჯგუფის ცხრილი:
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, 30 ივლისს 19:00 საათზე რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.