Belive

ევრობასკეტი | ხორვატია 85:89 საბერძნეთი | მიმოხილვა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტზე C ჯგუფში პირველი მატჩი შედგა, სადაც საბერძნეთის ნაკრებმა, ხორვატიის ნაკრები 4-ქულიანი სხვაობით 85:89 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბერძნები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მესამე მეოთხედის მიწურულს ხორვატებმა ანგარიშში სხვაობა 2-ქულამდე დაიყვანეს.

ორივე ნაკრების შემადგენლობაში გამორჩეული ბერძენი – იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელიც NBA-ში “მილუოკი ბაქსის” ღირსებას იცავს. 27 წლის კალათბურთელის ანგარიშზე 27 ქულა, 11 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა იყო. ასევე 27 ქულა ჩააგდო ბერძენმა - ტაილერ დორსიმ, რომელსაც 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დაუმატა.

თავის მხრივ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ხორვატიის ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა - ჯაალენ სმიტმა. სმიტის ანგარიშზე 23 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა იყო.

სხვა სტატიები