Belive

ევრობასკეტ2022 დაიწყო | საქართველოს ჯგუფი

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო სამყაროში ერთგვარი ზეიმი - 'ევრობასკეტ2022' დაიწყო, რომელიც 4 ქვეყანაში ჩატარდება.

მასპინძელ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საქართველოცაა, რომელიც ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს, სადაც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი - ესპანეთის ნაკრებიც ასპარეზობს.

საქართველოს ჯგუფში კიდევ 5 ქვეყნის საკალათბურთო ნაკრებია - ესპანეთი, ბულგარეთი, ბელგია, თურქეთი და მონტენეგრო.

1-დან 7 სექტემბრის ჩათვლით A ჯგუფის შეხვედრები თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

ჯგუფური ეტაპისა და ზოგადად, ევროპის ჩემპიონატის გამხსნელი შეხვედრა ესპანეთისა და ბულგარეთის დაპირისპირება გახლდათ, სადაც ფავორიტად რასაკვირველია ესპანელები მოიაზრებოდნენ.

შეხვედრა ლოგიკური მიმდინარეობითაც წარიმართა და საბოლოოდ ესპანელებმა მეტოქეს 27-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 114:87, სძლიეს.

მეორე შეხვედრა კიდევ ერთი ვარსკვლავური გუნდის - თურქეთის ნაკრების მონაწილეობით შედგა, რომელსაც მონტენეგრო უწევდა წინააღმდეგობას.

მონტენეგროელებმა თურქ ოპონენტებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ამის მიუხედავად, შეხვედრის საბოლოო ანგარიში 72:68, თურქეთის სასარგებლოდ დაფიქსირდა.

A ჯგუფის პირველი ტური, საქართველოსა და ბელგიის დაპირისპირებით დაიხურება, რომელიც სტარტს თბილისის დროით 21:00 საათზე აიღებს.

სხვა სტატიები