Eurobasket | როგორ ფასდება საქართველოს შანსები ფინეთთან?
მეოთხედფინალური ეტაპის წინ, FIBA Eurobasket-მა სოციალურ ქსელში გულშემატკივართა უკვე ტრადიციად ქცეული პროგნოზები გამოაქვეყნა.
ქომაგთა ვერსიით, ფინეთთან დაპირისპირებაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შანსები 20%-ით ფასდება, შესაბამისად, ჩვენი გუნდი კვლავ გამოკვეთილი აუტსაიდერია. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ საქართველომ 2 დიდი სენსაცია შემოგვთავაზა - ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან ჩვენი შანსები 4%-ით ფასდებოდა, მერვედფინალში, საფრანგეთის წინააღმდეგ კი - 5%-ით.
ლოგიკურია, რომ გულშემატკივრები ყველაზე დაძაბულ ბრძოლას ლიეტუვასა (28%) და საბერძნეთის (72%) მატჩში ელიან.
ევრობასკეტის მეოთხედფინალური შეხვედრა საქართველოსა და ფინეთს შორის ოთხშაბათს, 10 სექტემბერს, რიგაში გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
Who are you picking in the #EuroBasket Quarter-Finals? 💭
— FIBA EuroBasket (@EuroBasket) September 9, 2025
🗳️ VOTE: https://t.co/RbRCLfqthv pic.twitter.com/A5J0qTAg3E