Belive

Eurobasket-ის ოფიციალურმა გვერდმა გოგა ბითაძეს პოსტი მიუძღვნა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში 2022 წელს გაიმართება (EUROBASKET2022). ტურნირს, რომელსაც არათუ ერთი, არამედ 4 ქვეყანა მასპინძლობს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის საკმაოდ დიდი მოლოდინი აქვს, ვინაიდან ჩვენს ნაკრებს ერთმნიშვნელოვნად აქვს იმის პოტენციალი, რომ ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს. მასპინძელ ქვეყანათა შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებიცაა, შესაბამისად ჩვენს გუნდს რამდენიმე მატჩის ჩატარება საშინაო არენაზე მოუწევს. Eurobasket-ის ოფიციალურმა ინსტაგრამ გვერდმა გოგა ბითაძეს პოსტი მიუძღვნა, რომლის პათოსშიც საქართველოს ნაკრების ევრობასკეტ2022-ზე წარმატება იკითხება.


 
View this post on Instagram
 

A post shared by FIBA EuroBasket (@eurobasket)


საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, რომელსაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თბილისი მასპინძლობს. ჯგუფში საქართველოს გარდა 5 ქვეყნის ეროვნული ნაკრებია - ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი.