Belive

EUROBASKET 2022-ის მონაწილე ყველა ქვეყნის ვინაობა გაირკვა

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასრულებულია. შესარჩევი ტურის ბოლო ტურამდე ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეული იყო, გარდა 2 ნაკრებისა - ბოლო ტურში, ევროპული სარბიელის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს დანია-ლიეტუვა და ესტონეთი-ჩრდილოეთ მაკედონია დაუპირისპირდნენ, სადაც გამოირკვა, რომ Eurobasket 2022-ზე ლიეტუვა და ესტონეთი იასპარეზებენ. ევროპის 2022 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი 24 ნაკრებით იქნება დაკომპლექტებული. ტურნირს 4 მასპინძელი ქვეყანა ჰყავს, რომლებიც შესარჩევ ციკლში წარუმატებლობის შემთხვევაშიც იასპარეზებდნენ. საკვალიფიკაციო ეტაპის საშუალებით კი მათ 20 ქვეყნის საკალათბურთო ნაკრები დაემატათ.

Eurobasket 2021-ის მასპინძელი ქვეყნები:


  • ჩეხეთი;
  • გერმანია;
  • იტალია;
  • საქართველო.

საკვალიფიკაციო ეტაპის ხარჯზე მოხვედრილი ქვეყნები:


  • ბელგია
  • ესტონეთი
  • საბერძნეთი
  • ნიდერლანდები
  • სლოვენია
  • ბოსნია & ჰერცოგოვინა
  • ფინეთი
  • უნგრეთი
  • პოლონეთი
  • ესპანეთი
  • ბულგარეთი
  • საფრანგეთი
  • ისრაელი
  • რუსეთი
  • თურქეთი
  • ხორვატია
  • დიდი ბრიტანეთი
  • ლიეტუვა
  • სერბეთი
  • უკრაინა
აქვე გეტყვით, რომ ტურნირის მასპინძელ ქვეყნებს შეუძლიათ 1 კონკრეტული ქვეყნის არჩევა, რომელიც მათ ჯგუფში იასპარეზებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ.
"ან უნდა ავირჩიოთ ისეთი ქვეყნის ნაკრები, რომელიც დიდ თანხას დახარჯვას ჩვენს ქვეყანაში, ან ისეთი, რომელსაც აუცილებლად მოვუგებთ", - აცხადებს ბოისა.
ზემოთხსენებული გადაწყვეტილება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ 12 მარტამდე უნდა მიიღოს, 30 მარტს კი წილისყრა გაიმართება.

სხვა სტატიები