ესტონურმა გუნდმა რუსეთის აგრესიის გამო VTB ლიგა დატოვა
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესტონური საკალათბურთო გუნდი "კალევი/კრამო" VTB ლიგაში აღარ ითამაშებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელმძღვანელებმა რუსეთის აგრესიისა და უკრაინაში შეჭრის გამო მიიღეს.
"გუნდი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ყოველგვარ სამხედრო მოქმედებას და მართებულად არ მიიჩნევს VTB ლიგაში თამაშის გაგრძელებას. სპორტული თვალსაზრისით, ბოლო 12-მა წელმა როგორც კალათბურთელებს, ასევე, კლუბს მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ არსებული ვითარება და რუსეთის აგრესია მიუღებელია," - ვკითხულობთ "კალევი/კრამოს" ოფიციალურ განცხადებაში.VTB ლიგა არის საკალათბურთო ლიგა, რომელშიც 8 რუსულ გუნდთან ერთად ბელარუსის, პოლონეთისა, ყაზახეთისა და სწორედ ესტონეთის წარმომადგენლებიც თამაშობენ.
Official statement by the club regarding the participation in VTB League after actions taken by Russian Federation.#StandWithUkraine pic.twitter.com/kAyVHZkni7— Kalev/Cramo (@bckalevcramo) February 24, 2022