Belive

ესპანეთის თასის 1/2-ფინალში ბარსელონა ბასკონიასთან დამარცხდა

10 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო თასის 1/2-ფინალში ბარსელონა ბასკონიასთან 67:70 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

თორნიკე შენგელიამ 29:46 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულა (9-დან 3 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ყველაზე მეტი 14 ქულა როდიონს კურუცმა ჩააგდო, 13 ქულა ჰქონდა ტიმოთე ლუვავუ-კაბაროს, ხოლო 12-12 ქულა ნიკოლას ლაპროვიტოლამ და ქართველმა კალათბურთელმა დააგროვეს.

ესპანეთის თასის ფინალში ერთმანეთს რეალ მადრიდი და ბასკონია დაუპირისპირდებიან.

ბარსელონა მომდევნო შეხვედრას ევროლიგის ეგიდით ვირტუს ბოლონიას წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 25 თებერვალს ჩატარდება.

სხვა სტატიები