Belive

ენდრიუ ვიგინსის საოცარი 2-ქულიანი | NBA-ში დღეს კიდევ ერთი GAME WINNER ვიხილეთ

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში, მაიამი ჰიტმა ბოლო წამზე ენდრიუ ვიგინსის მიერ ჩაგდებული ორქულიანის წყალობით, კლივლენდ კავალიერსი მძიმე ბრძოლაში 140:138 დაამარცხა.

მატჩში საუკეთესო იყო ნორმან პაუელი, რომელმაც 33 ქულა მიითვალა, ორმაგი დუბლი გაიფორმა დონოვან მიტჩელმა - 28 ქულა, 15 მოხსნა, ხოლო 23-23 ქულა დააგროვეს დეანდრე ჰანტერმა და ენდრიუ ვიგინსმა.

შედეგიანი მატჩის მიუხედავად კანადელმა კალათბურთელმა საოცარი მომენტი შემოგვთავაზა, ვიგინსმა 0.04 წამში მოახერხა გამარჯვების მომტანი ქულის ჩაგდება.

სხვა სტატიები