Belive

ემბიდის ფენომენალური მატჩი ბოსტონის წინაააღმდეგ

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ფილადელფიასა" და "ბოსტონის" დაპირისპირება შედგა.

ფილადელფიაში დადგმული საკალათბურთო დრამა, მასპინძლების გამარჯვებით 103:101 დასრულდა. მასპინძელი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი "სიქსერსის" ლიდერმა - ჯოელ ემბიდმა დაიდო.

პარკეტზე გატარებულ დროში ემბიდმა 52 ქულის, 13 მოხსნისა და 6 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ეს არის მესამე მატჩი, რომელიც ემბიდმა 50+ ქულით დაასრულა.

სხვა სტატიები