Belive

ემბიდი - "ის არ არის ჰარდენი, რომლის ხილვაც გვსურდა"

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-6 შეხვედრაში, "ფილადელფია" "მაიამის" დაუპირისპირდა. ფილადელფიაში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 90:99 დასრულდა. ჯიმი ბატლერის ბრწყინვალე მატჩის შედეგად, "მაიამიმ" სერიაში 4:2 გაიმარჯვა და კონფერენციის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც "ბოსტონსა" და "მილუოკის" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ბატლერისგან განსხვავებით, ჯეიმს ჰარდენმა არც ისე სახარბიელო სტატისტიკა დააფიქსირა. პარკეტზე გატარებულ 42:59 წუთში, ჰარდენმა 11 ქულის, 4 მოხსნისა და 9 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო. პლეი-ოფის მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯოელ ემბიდმა აღნიშნა, რომ ჰარდენი აღარ არის ისეთი შედეგიანი მოთამაშე, როგორიც "ჰიუსტონში" ასპარეზობის დროს იყო. "ფილადელფიას" ცენტრმა ასევე დასძინა, რომ ჰარდენისგან მეტის მოლოდინი ჰქონდა. ჯოელ ემბიდი: "როდესაც შემოგვიერთდა, ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ ის იქნებოდა ისეთივე კარგი, როგორიც "ჰიუსტონში" იყო. სამწუხაროდ, ის არ არის ჰარდენი, რომელიც "ჰიუსტონში" ასპარეზობის დროს გვახსოვს - ახლა უფრო პლეიმეიკერს ჰგავს. ჰარდენს, ისევე, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს - შეეძლო უფრო აგრესიული ყოფილიყო".

სხვა სტატიები