დუბაის მეორე მოგება ადრიატიკის ლიგაში - შენგელიას 6 ქულა ჰქონდა
9 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
ადრიატიკის ლიგაში დუბაიმ მეოთხე შეხვედრა ჩაატარა. თორნიკე შენგელიას გუნდმა სტუმრად კლუჟ-ნაპოცას 85:92 მოუგო.
ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ, ჩვენი ნაკრების კაპიტანი, შედარებით ცოტა სათამაშო დროს იღებს. კლუჟ-ნაპოცასთან თორნიკემ პარკეტზე მხოლოდ 16 წუთი გაატარა. შენგელიამ 6 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თოკოს 100%-იანი სროლის მაჩვენებელი ჰქონდა (3/3 ორქულიანი | 3-ქულიანი არ უსვრია).
4 ტურის შემდეგ დუბაის 2 მოგგება აქვს და B ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. დუბაი შემდეგ შეხვედრას უკვე ევროლიგაზე, სტუმრად, ბასკონიას წინააღმდეგგ ჩაატარებს.
FINISH ITTT 🔥🔥🔥 https://t.co/NJqWmiQWiN
— Dubai Basketball (@dubaibasket) October 11, 2026