Belive

დონჩიჩის სუპერ მატჩი | ლეიკერსმა ჩიკაგო ბულსი დაამარცხა

3 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ლეიკერსმა საკუთარ დარბაზში ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო - ჯეი ჯეი რედიკის გუნდმა დღეს ჩიკაგო ბულსი 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 142:130 დაამარცხა.

მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც არასრულ 37 წუთში 51 ქულა (ყველაზე მეტი ლეიკერსში გადასვლის შემდეგ), 10 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ლუკამ 14-დან 9 სამქულიანი, 17-დან 8 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

3-მატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ლებრონ ჯეიმსიც - 41 წლის სუპერვარსკვლავმა 33 წუთში 18 ქულას, 7 მოხსნას, 7 პასს, 2 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.

ლეიკერსი 41 მოგებითა და 25 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-3 პოზიციაზეა, ლოს ანჯელესური გუნდი მომავალ მატჩს 15 მარტს, დენვერ ნაგეთსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები