Belive

დონჩიჩის ბენეფისი - დალასმა სან ანტონიო დაამარცხა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის პირველ მატჩში, "სან ანტონიომ" "დალასს" უმასპინძლა და 119:126 დამარცხდა.

"AT&T Center"-ში გამართული მატჩი უდიდესი ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული, რადგან NBA-ში ვიქტორ ვემბანიამას ოფიციალური დებიუტი შედგა. ვემბის გარშემო არსებული მოლოდინის მიუხედავად, შოუს მთავარი გმირი "დალასის" ვარსკვლავი - ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა და "სპურსი" დაამარცხა.

პარკეტზე დონჩიჩი გამორჩეული იყო, რაც მის სტატისტიკაზეც აისახა - 33 ქულა, 13 მოხსნა, 10 ასისტი. რაც შეეხება ვემბანიამას, მისი სტატისტიკა შედარებით მოკრძალებულია - 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი. სანდრო მამუკელაშვილს კი სათამაშო დრო არ მიეცა.

სხვა სტატიები